„თავისუფალ საწოლი არ არსებობს, გადასული ვართ სამხედრო რეჟიმზე“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკა მთლიანად ე.წ. სამხედრო საჯარო რეჟიმზე გადავიდა. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, თავისუფალი საწოლები არ არსებობს.

„საწოლ ფონდი პრაქტიკულად  გადატვირთულია, მისი შევსება ხდება მხოლოდ  დინამიკური ცვალებადობის შედეგად. გაეწერა – მივიღეთ; გაეწერა – მივიღეთ ამ პრინციპით ვმუშაობთ. სხვა თავისუფალი საწოლი არ არსებობს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“  

მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ფოტოზეც, სადაც ჩანს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლები დერეფანშია განთავსებული.

„დერეფანში არც ერთი პაციენტი არ გვიწევს. ის კადრები, რომელიც გავრცელდა, არის სამუშაო პროცესის. ჩვენ დერეფანი არ გვჭირდება, ფართი საკმარისი გვაქვს. თუმცა, გეტყვით, რომ საავადმყოფო მთლიანად გადატვირთულია. გადასული ვართ ე.წ. სამხედრო საჯარო რეჟიმზე“ – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.        

მსგავსი თემები