ხვალიდან ეკლესია-მონასტრები ახალ რეგულაციებზე გადადიან

14 აგვისტოდან, ეკლესია-მონასტრებს კურთხევა ეძლევათ, უზრუნველყონ, რომ სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.

ახალ წესებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N79-ე ბრძანება გამოსცა.

“ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები”, – ვკითხულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ბრძანებაში.

მსგავსი თემები