„მსოფლიოში, აღარავინ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს, აკეთებენ წერტილოვან შეზღუდვებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი შეფასებით, ჩაკეტვა მხოლოდ დროებითი გამოსავალია.

„რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები