„სიტუაცია კატასტროფულია, სისტემა ჩავარდება კოლაფსში“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„დღევანდელი სიტუაცია პრაქტიკულად კატასტროფა. ყოველდღიური ინფიცირების ნიშნული 5000-ს აჭარბებს. ეს ციფრი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით“ – აღნიშნული განცხადება  ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, შემთხვევების მატების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერღი პირველები ვართ.

„ხალხმა ყურადღება მოადუნა. ხელისუფლებისგან არასწორი მესიჯი მიიღეს  შეზღუდვები რომ მოიხსნა. ეს არ უნდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი დასრულებულია. თუ ასე გაგრძელდა, 2-3 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ნათესავებს, ახლობლებს დავკარგავთ. ყოველდღიურად 50 გარდაცვალება ძალიან ბევრია“, – აღნიშნა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები