კორონავირუსით 5 359 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 937 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 359  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 726   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.52%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  471 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%.

მსგავსი თემები