„კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ  უფასოდ აიცრან. თუ მოსახლეობა ამ შესაძლებლობას არ იყენებს, კეთილი ინებონ და თავიანთი ხარჯებით დაიტესტონ.

„თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“ – აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივაა, გარკვეულ დაწესებულებებში, აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს. აღნიშნული რეკომენდაციით, ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა.

„24- საათიანი და 72- საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – ასეთია გამყრელიძის პოზიცია.

მსგავსი თემები