„ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგანაც კლინიკებში დატვირთვა მაქსიმალურია, საველე ჰოსპიტლებთან დაკავშირებით ყველა ვერსია განიხილება – კარგიც, ცუდიც და უარესიც.

„როდესაც ყოველდღიურად გვაქვს 5000 შემთხვევა, აქედან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10 და შეიძლება 12%-ს. მართალია, ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. დეტალებს ვერ გეტყვით, განიხილება ყველა ვარიანტი. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან  საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა მოქალაქეების მომსახურება. კოვიდინფიცირებული არ უნდა დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება”, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები