NDI-ს კვლევით, 47% აცრას არ გაიკეთებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) ვაქცინაციასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.  კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47%  აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა; 35% ფიქრობს, რომ აიცრებოდა; 7% ამბობს, რომ ვაქცინირებულია; 11% კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები კი უარის მიზეზებს შემდეგნაირად ხსნიან:

47% –  ენდობა ვაქცინის ხარისხს;

20% – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ამბობს უარს;

7% – ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს;

2% – ზოგადად,  ვაქცინების წინააღმდეგია;

5% –  ხუთი პროცენტი სხვა მიზეზს ასახელებს;

5% – ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა.

მსგავსი თემები