ახალი პორტალი კოვიდინფიცირებულებისთვის

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ.

112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

 ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

მსგავსი თემები