კორონავირუსით 5 128 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 189 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 128  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 310   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.43%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  466 326-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.

მსგავსი თემები