„ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები,  აცრილი მოქალაქე არ კვდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვა-დაკეტვები არ ამართლებს და ეს მეთოდი ქვეყანამ უკვე გამოსცადა.

„ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ. ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა – არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა  უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი“ – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, აცრილი ადამიანი არ კვდება: „მესმის, რომ ძალიან რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკის განვითარებას, მოქალაქეები შიმშილით არ უნდა გარდაიცვალონ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. აცრილი მოქალაქე არ კვდება“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

მსგავსი თემები