ამ დაპირების შესრულება “ქართული ოცნების” თითოეული წევრის ოცნებაა – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა განაცხადა, რომ კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება კი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თითოეული წევრის ოცნებაა და ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი დახვეწილი და ლამაზი თბილისობა, რომელიც წელს გაიმართა, ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა“ მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მსგავსი თემები