შრომის ინსპექცია კოვიდ შეზღუდვების კონტროლს ამკაცრებს

ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია კოვიდ შეზღუდვებზე კონტროლი. ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური აწარმოებს. ინსპექტორთა ჯგუფები კანონის აღსრულებას სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხდება. განსაკუთრებული ყურადღება მასობრივი თავშეყრის პრევენციას ექცევა.

“იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგრადობა შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიწყებთ მკაცრი აღსრულების მექანიზმების გამოყენებას,” – აცხადებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

მსგავსი თემები