“ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები” – პოსტი რეანიმაციიდან

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია “ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის” პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მას უკვე მე­ო­რედ შეხ­ვდა ვირუ­სი. თანდაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული სიტუაციის შესახებ “ფეისბუქზე” წერს   :

“20 დღეა კორონას ვებრძვი. მეორე შტამს, უფრო ვერაგსა და საშიშს, ვიდრე პირველი იყო.

ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა, მაგრამ ულიმიტო არ არის ადგილები. სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა, 37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი – მამაო, ერთად ვცდილობთ გადარჩენას.

ვინ რა იცის ვინ ვისზე კეთილი, ლაღი, მკაცრი თუ თავისებური ადამიანები ვართ, რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ, სამივეს გვინდა სიცოცხლე ძალიან და რას არ მივცემდით, ახლა აცრილები რომ ვიყოთ!

სამივე ვიბრძვით დაუნდობლად, ექიმების ხელში ვართ, გულიკო ქილიფთარი მთელი თავისი გუნდით სიკვდილის დარაჯია, კლანჭებით უჭირავს ჩვენნაირი მშიშრები.

აცრილები რო ვიყოთ, ესე მძიმედ არ ვიქნებოდით. ინეზა მღერის, შვილიშვილი ელოდება, არ დათმობს არაფერს. ესეთი სევდიანი და ოპტიმისტური მელოდია აჩუმებს აგუგუნებულ აპარატებს. 

არ მოგიწოდებთ, გთხოვთ, რომ აიცრათ და აქ არ მოხვდეთ” – წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი თემები