“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, ასევე, განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.

“”პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები