ვაქცინირებულები რესტორნებში შეღავათებით ისარგებლებენ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ინიციატივა გააჟღერა, რომელიც სარესტორნო ბიზნესის მოსარგებლე აცრილ ადამიანებსა და თანამშრომლებს შეეხებათ.

„ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და ჩემი რესტორნით სარგებლობენ, მომსახურებაზე მიიღებენ ფასდაკლებას, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები ხელფასის სახით დანამატს მიიღებენ. ეს არის ბიზნესის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი რომელსაც სხვა ბიზნეს ოპერატორების მხარდაჭერაც მოჰყვება. ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი უნდა მიენიჭოთ“ – განმარტა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“   

როგორც ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, ამ წამოწყებაში მის გვერდითა ძალიან ბევრი რესტორანია და დარწმუნებულია, ბევრი ბიზნესოპერატორი შეუერთდება.  

მსგავსი თემები