“დელტას გამო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137 %-ით არის გაზრდილი” – ივანე ჩხაიძე

საქართველოში ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის სწრაფი ზრდა კორონავირუსის დელტა ვარიანტის შედეგია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ლეტალობის რისკი აღნიშნული მუტაციის შედეგად ბევრად მაღალია. 

“დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი. 

ეს ორი მახასიათებელი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც. 

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია რის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მსგავსი თემები