საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული.

მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად, პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას.

„ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა საკმარისია, თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია და ითვლება, რომ ეს ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებულ იქნან ჩვენთანაც. ანუ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო უკვე სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რადგან მათი პროტოკოლით ერთხელ ვაქცინირებული, თუ დაავადება აქვს გადატანილი ადამიანს, ითვლება, რომ არის სრულად ვაქცინირებული. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი. ჩვენთან ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები