“ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს” – ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატზე

ოპოზიცია “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატს კორუფციაში ადანაშაულებს:

“გაკულაკებული ქართველი ხალხის ბიუჯეტის ქურდებს ქოც ჯოგს, ბოლნისში თვითმართველობის არჩევნებზე ისევე “დიდი საქმოსანი იგივე სიზიფე” დავით შერაზადიშვილი წარუდგენიათ ბოლნისის მერის კანდიდატად, ბატონმა დავით შერაზადიშვილმა გამცეს პასუხი სად ჯანდაბაში ფლანგავს ბოლნისის კოლოსალურ ფინანსურ ბიუჯეტს წლების მანძილზე, როცა ბოლნისის შიდა საგზაო თუ საკანალიზაციო სისტემა მოშლილი და გაუბედურებულია. შეხვალ ქალაქის შიდა ქუჩებში და აგეტირება კაცს ნიაღვრისაგან წაღებულ ქუჩებსა და აუარება იამას რომ ნახავ. ოდესღაც კეთილმოწყობილი სუფთა ბოლნისი ნაომარ ქაბულს დაამსგავსეს!!! ,” – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი, მიხეილ ჩომახაშვილი.

მსგავსი თემები