კორონვირუსით მედდა გარდაიცვალა

კორონავირუსმა კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. 46 წლის თამუნა იმედაშვილი  გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გარდაიცვალა. ის  კლინიკაში მედდად მუშაობდა და პანდემიის დაწყებიდან კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდა.

გარდაცვლილი ქალბატონი ვირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მას სხვა დაავადებებიც ჰქონდა, რომელიც ვირუსმა გაართულა.

მსგავსი თემები