კორონავირუსით 3 376 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 969 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 344  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 376   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.96%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  447 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.

მსგავსი თემები