“შეიძლება, თვის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იყოს, რომელსაც სტაციონარი დასჭირდება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავართან”

„ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მატულობს და ამის უკან რა თქმა უნდა, დგას ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობის მატებაც. ამის უკან კი დგას უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც პროფესორი განმარტავს, სტაციონარებზე დატვირთვა სამედიცინო სექტორის გადატვირთვას ნიშნავს, რაც პრობლემური შეიძლება გახდეს.  

„კორონავირუსის დელტა ვარიანტი გულისხმობს მის უფრო მეტად გავრცელებას ახალგაზრდებსა და ბავშვებში. კორონავირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%-ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 4800 ინფიცირებულიდან ეს არის 400 ბავშვი, 400 ბავშვიდან თუ დავთვლით რამდენს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ეს არის მინიმუმ 10-20 ბავშვი ყოველდღიურად, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარიზაცია და რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ ამას გადაამრავლებთ დღეების მიხედვით, შეიძლება, თვის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იყოს, რომელსაც სტაციონარი დასჭირდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.    

მსგავსი თემები