მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბერი ანტონია

ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, მკვლელობაში ბრალდებულმა ბერმა მონასტერი დატოვა.  

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რთი ადამიანი დააკავეა.  შსს-ს ინფორმაციით, 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები