კასპში მომხდარ მკვლელობაზე პოლიციამ 26 წლის კაცი დააკავა

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელკაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები