შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაბრუნდება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც, კორონავირუსის გამო, საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენება, მათი სავალდებულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვასაც, მათ შორისაა ქორწილები და ქელეხებიც. საჭიროა, შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

მსგავსი თემები