კასპში ლუდის ჯიხურთან დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა

მკვლელობა მოხდა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. “არსებული” ინფორმაციით, ლუდის ჯიხურთან დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება 50 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. 

მკვლელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

მსგავსი თემები