კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 640 თბილისში გამოვლინდა, 628 აჭარაში, 395 იმერეთში

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა – 628, იმერეთი – 395, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 172, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 052, აჭარაში – 802, იმერეთში – 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი,  მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 18, იმერეთში – 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 – თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 998 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 299, პირი, აჭარაში – 4 592, იმერეთში – 3 582.

მსგავსი თემები