ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსი მიანიჭა

საქართველოს ნიდერლანდები ინფიცირების “ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის” სტატუსს ანიჭებს. საელჩოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება “ნარინჯისფერი კოდი” და არ მიენიჭება “წითელი სტატუსი”, ამიტომ, 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით წასულმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა და Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ასევე, მათ მოუწევთ 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლაც. წითელი ზონის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ბაჰრეინი, რაც ნიშნავს იმას რომ, 12 აგვისტოდან საქართველოდან ბაჰრეინში შესვლა ყველა პირისთვის აიკრძალება, მოქალაქეებისა და ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა.

მსგავსი თემები