რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაიკეტება

ხვალ, 6 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება. ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით” – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები