შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის დეპარტამენტში დანიშნული პირი ნასამართლევი არ არის

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დეპარტამენტში ნასამართლევი პირის დანიშვნასთან დაკავშირებოთ გავრცელებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. უწყების განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

 „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი. ბაღდათის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – გოგა კბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. კბილაშვილი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან მსჯავრდებული. აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს “ფეიკ ნიუსის” კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედია საშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები