“შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება” – ამირან გამყრელიძე

ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რომ რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე ვთარება გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო იქნება სამშაბათს და მეტად კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება.

„ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავლები. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა, ამ სცენარს არ შეცვლილა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანი უკვე საკუთარი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობით – პირბადე უნდა გამოვიყენოთ. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერც ერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქეებისგან. ამდენად, კი ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, არანაირ შედეგს არ მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები