გენო პეტრიაშვილმა ირანელთან ურთულესი ბრძოლა შემოატრიალა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ.

გენო პეტრიაშვილმა წინასწარი შეხვედრები კარგად ჩაატარა, ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ ამილ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.გენო პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა. პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარეს ასპარეზობდა,პირველი შეხვედრა ტაჰამაც მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელ სტივენსონთან 0:8 დამარცხდა. ეს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის მთავარი სენსაციაა.

დღეს მოჭიდავეთა ტურნირზე ავთანდილ კენჭაძე პირველი წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა.იტალიელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლო.მაგრამ სამწუხაროდ ჩამიზო დამარცხდა ბელარუს მოჭიდავესთან და ავთანდილ კენჭაძე ოლიმპიადას დაემშვიდობა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 6 აგვისტოს 14:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები