„ბავშვებში მდგომარეობა, შედარებით დადებითია“ – თამარ გაბუნია

„ბავშვებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პანიკამ ბავშვეთან მიმართებაში გადაიარა:

„ბავშვებში შედარებით სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, იმ პირველმა ღელვამ და პანიკამ გადაიარა, ბავშვების უმეტესობა მკურნალობას გადის სახლში და ის საწოლ – ფონდიც, რაც მობილიზებული გვქონდა პედიატრიული ასაკისთვის საკმარისია, მთავრია პანიკამ გადაიარა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები