საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

  •  

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 845-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 564 691 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

მსგავსი თემები