“მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში მოსახლეობას კვლავ მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან.

მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფთხოება ეხლა პრიორიტეტია ანუ ჩვენ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ.

1 ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია!

ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში.

აიცერი და ამით დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.

მსგავსი თემები