დედაქალაქი კვლავ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია

თბილისი კვლავ კორონავირუსის შემთხვევების ეპიცენტრია – დედაქალაქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1924 შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 3056 პირია მოთავსებული, მათგან 553-ის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში 4233 შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გარდაცვლილების რაოდენობა – ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა, თბილისის შემდეგ, აჭარაში გამოავლინეს – ბოლო 24 საათში აჭარაში 591 ინფიცირებული გამოვლინდა, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მსგავსი თემები