სტრასბურგში 20 წლის ჩხოროწყუელი გოგო გარდაიცვალა

თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ჩხოროწყუელი ეკა ნარსია ლეიკემიის დიაგნოზით სტრასბურგში თითქმის, წელიწადი მკურნალობდა. იგი ვერაგ სენთან ბრძოლაში გუშინ დამარცხდა. 20 წლის გოგონა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო.

„უდიდესი ტრაგედიაა მთელი სოფლისთვის. წელიწადზე მეტია სტრასბურგში არიან მთელი ოჯახით, მაგრამ დამარცხდნენ”, – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

„ვაი შენს მშობლებს, ერთადერთი ქალიშვილი დაკარგეს გაუსაძლისი ტკივილია ეკა, შენი დაკარგვა“ ,- უსამძიმრებენ სოცქსელში ნარსიების ოჯახს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

მსგავსი თემები