“მაჰათმა განდის ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე” – კახა კალაძე

ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ძეგლს რომელიც 10 ივლისს დაიდგა სათვალე მოხსნეს:

“ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოხსნილია სათვალე… ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.  ძალიან სამწუხაროა, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, მინდა ყველას ვთხოვო გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ მოვუფრთხილდეთ ქალაქს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები