საბერძნეთში ხანძარს ვერ აქრობენ, მოსახლეობა საცხოვრებელს ტოვებს

საბერძნეთის ტყის მასივებში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა რის გამოც ათასობით ადამიანს საცხოვრებელი დაატოვებინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათენის თავზე უზარმაზარი შავი ღრუბელია და სუნთქვაც გაძნელებულია. 

ათენის გარდა, ხანძარმა არაერთ მასივსაც მიაღწია. ტყის მასივებში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ, თუმცა, უშედეგოდ.

მსგავსი თემები