„გვეყოლება ღირსეული კანდიდატი“ – გიორგი გახარია

„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც გვაქვს“ – განაცხადა სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ – ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს, რომლებსაც ათწლეულებია და წლებია უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ,“ – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

მსგავსი თემები