ვაქცინაციის დაჯავშნა და შემდეგ მასიურად გაუქმება ეჭვებს იწვევს

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნურადაც ხდება სისტემის გადატვირთვა და ვაქცინებზე ადგილების დაკავება.   

„ვთქვათ, „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც იმნაძემ განმარტა, ეჭვებს ის აღრმავებს, რომ აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი გაუქმდა.

„ფაქტი ერთია – ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, – განმარტავს იმნაძემ.

მსგავსი თემები