„3 000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა, შეიძლება, ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ადამიანები აცრაზე ჯავშანს მიზანმიმართულად აკეთებენ და შემდეგ აუქმებენ.

გამყრელიძის თქმით, მსგავს ფაქტებს მსგავს ფაქტებს სწავლობენ.  

„IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე ან არის მესამე მიზეზი – დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმი“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე – 17 791, „სინოფარმზე“ – 79523, „სინოვაკზე“ – 73749“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილის მდგომარეობით საქართველოში სულ აცრილია – 523466 პირი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 % შეადგენს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 000-მდე ადამიანი აცრაზე არ მივიდა.

მსგავსი თემები