მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს ყველაგან მოიგებს  

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე და IRI-ის კვლევებს სპეკულაციად აფასებს.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს.  წინა არჩევნების დროს სულ იყო სპეკულაციები ამ კვლევებიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს მართლდებოდა, რასაც ამბობდა ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.  

მსგავსი თემები