„ანულირება ნიშნავს ანულირებას“ – მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს

შარლ მიშელის ე.წ. ისტორიული შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების სახელითაა ცნობილი, მმართველი გუნდი უკან დახევას და პოლიციის შეცვლას არ აპირებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ანულირება ნიშნავს ანულირებას და სხვა არაფერს.  

„შეთანხმება არის ანულირებული და ამას ჰქონდა ძალიან მყარი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ პოლარიზებულ ქართულ სამყაროში არის ორი სხვადასხვა პოლუსი: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პირობებში, როდესაც ხელს აწერს ერთი მხარე და არ აწერს მეორე მხარე, ბუნებრივია, საუბარი ზედმეტია ამ დოკუმენტის მიზნის მიღწევაზე.  შეთანხმება არის ანულირებული და ანულირება ნიშნავს ანულირებას. აქედან გამომდინარე, პოზიციას არ შევიცვლით, ვერ შევიცვლით და უფრო მეტიც, მსგავსი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერეთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს, თუნდაც დროებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ყველას ავუხსნით ყველაფერს“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მმართველმა გუნდა ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმებიდან გავიდა.

მსგავსი თემები