62% ფიქროს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება  

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, ასეთია  გამოკითხულთა 62% -ის აზრი.  26% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. პასუხი არ აქვს ან არ იცის 12%-მა.

კითხვაზე –  გთხოვთ გვითხრათ, როგორ აფასებთ შემდეგ განაცხადს: „კმაყოფილი ვარ საქართველოში დემოკრატიის არსებული ხარისხით“, პასუხები შემდეგნაირად გაიყო:  11% – იზიარებს, 34% – ნაწილობრივ იზიარებს.

ჯამურად, გამოკითხულთა 51% საქართველოში დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი არ არის. 4%-მა უპასუხა – არ ვიცი ან არ უპასუხა შეკითხვას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში.

მსგავსი თემები