ავსტრალიელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარედ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა. დაკარგულ ტურისტს მთელი დღე მთაწმინდის ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა.

ძებნის ოპერაციაში დრონები და კინოლოგებიც მონაწილეობდნენ. როგორც დაკარგული ტურისტის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, ქალმა მეგობარს შველა სთხოვა. მას შემდეგ ის ტელეფონს არ პასუხობდა.

მსგავსი თემები