საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარე გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

გიორგი გახარიამ  ზესტაფონში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა და პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ახალი წევრი – ზაზა თავაძე წარადგინა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზესტაფონში დღეს პირველად ვხსნით მხოლოდ ოფისს კი არა, ჩათვალეთ, რომ  ყველა ჩვენგანის სახლს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ღირსეულ ზესტაფონელთან ერთად ვართ. ზაზა ის ადამიანია, ვინც ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა არა მხოლოდ ამ კუთხეს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზაზა თავაძეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოზიცია ეკავა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა თავაძეს 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ზაზა თავაძე სამართალმცოდნეა, საჯარო სამართლის პროფესორი და ამჟამად საჯარო სამართლის დოქტორანტი ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში და ნაყოფიერი პროფესიული და აკადემიური კარიერა სამართალმცოდნეობაში.

მსგავსი თემები