ავსტრალიელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

ავსტრალიელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.  შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. მისი კვალი მთაწმინდის ტერიტორიიდან დაიკარგა. 

ძებნის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა დრონითაც დაიწყო და დამატებითი ძალებიც დაამატა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ცნობილია ასე ის, რომ დაკარგულმა ქალმა მეგობარს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ძებნაში კინოლოგებიც ჩაერთვნენ. როგორც მეგობრები აცხადებენ, მისი ტელეფონიდან დაირეკა, სადაც ყვირილის ხმა ისმოდა, რომ გაუჩინარებული ქალი ყვიროდა “არ შემეხო,” “არ მომეკაროო”.

მსგავსი თემები