მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თავად იქნება.

კობახიძემ ასევე განმარტა, რომ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ქვეყნის მასშტაბით კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არ იქნება დამოკიდებული.

მსგავსი თემები