“წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის ანაფილაქსიური შოკი” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის შედეგ ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნული განცხადება ბიძინა კულუმბეგგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

“თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე  სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის “ფაიზერზე” შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან “ასტრაზენეკა”. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ “ასტრაზენეკა” ან “ფაიზერი”,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება – ანაფილაქსიური შოკი. მან ასევე დააზუსტა, რომ ჩვენებად არ განიხილება მომატებული ტემპერატურა ან სხვა რეაქციები. ასევე გამონაკლის შემთხვევად ითვლება “ასტრაზენეკას” შემთხვევაში თრომბოემბოლიური გართულებაც, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა:

“ჩვენთან საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება “ასტრაზენეკას” პირველ დოზაზე, რა თქმა უნდა, აქაც ვერ მოხდება იგივე ვაქცინის დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური გართულება არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე სულ 2-3 შემთხვევაა, რომელზეც საბოლოო დასკვნას ჩვენ დოკუმენტურად გავაფორმებთ და პაციენტებს და მათ მკურნალ ექიმებს გადავუგზავნით,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები